რეკლამა
19

ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice

ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice დაბადების სახელი: ვიქტორია დოუნ ჯასტისი
დაბადების თარიღი: 1993 წლის 19 თებერვალი
დაბადების ადგილი: ჰოლივუდი, ფლორიდას შტატი, აშშ
პროფესია: მსახიობი, მოდელი, მომღერალი
კარიერა: 2003 წლიდან - დღემდე

ბიოგრაფია: ვიქტორია 8 წლის ასაკიდან მოდის სამყაროში მუშაობდა და ხანგრძლივად ითვლებოდა პოპულარულ საბავშვო მოდელად. მისი დედა - სერენა და მამა - ზაქი, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისანი არიან, რის საფუძველზეც გოგონას სხეულში ერთმანეთში არეული: ინგლისური, პუერტორიკული, ირლანდიური, გერმანული და ფრანგული სისხლი ჩქეფს. 2003 წელს გოგონას ოჯახი ჰოლივუდში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც მისი ტალანტი აღმოაჩინეს და ღირსეულადაც შეაფასეს. ჯერ კიდევ ბავშვობაში, ცელქსა და მხიარულ გოგონას, ძალიან უყვარდა მუსიკალური კლიპები და სარეკლამო რგოლები. ის მსახიობთა ხმის იმიტაციასაც აკეთებდა. დედამ ვიკი სამოდელო სააგენტოში მიიყვანა და 8 წლის ასაკში გოგონამ უკვე მოდელის კარიერა დაიწყო. ის მალე გახდა აშშ-ს პოპულარული საბავშვო სამოსელის «South Beach»-ის სახე. ამასთან ერთად, ის მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა ბრენდებში, როგორიცაა: Ralph Lauren და Gap and Guess. სხვადასხვა პოპულარული მოდების სახლები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ, გოგონას კინოსამყარო უფრო იტაცებდა. 10 წლის ასაკში, ვიკა როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავი, მიიწვიეს თინეიჯერულ ტელესერიალში „გილმორის გოგონები“. მალე მშობლებმა გადაწყვიტეს ლოს-ანჯელესში გადასვლა. აღნიშნული სერიალის შემდეგ იწყება მისი სხვადასხვა პროექტებში მიწვევა. 2005 წელს ვიქტორიას პირველად მიეცა დიდ კინოში გამოჩენის შანსი. მისი პირველი სადებიუტო ფილმი იყო „რას მივირთმევთ“. მსახიობის მონაწილეობით, მალე გაქირავებაში გამოვიდა მეორე ფილმი „ვერცხლის ზარები“, სადაც მან ბრწყინვალედ შეასრულა როუზის როლი.

2007-2008 წწ-ში ვიქტორია თავგამოდებით მუშაობდა სერიალ „ზოუი 101“-ის ბოლო სერიების გადაღებებში, რამაც მას უკვე საკმაო ცნობადობა და დიდება მოუტანა. ვიქტორიას კარიერაში ყველაზე წარმატებული 2009 წელი აღმოჩნდა. ის მიიწვიეს ტელესერიალ “თრუ ჯექსონის“ გადაღებებში. შემდეგ მიიწვიეს სერიალში „აი კარლი“. 2010 წლის 10 მარტს სტარტი აიღო პირველმა ეგრეთწოდებულმა „საპილოტო“ ეპიზოდმა მის საკუთარ სატელევიზიო შოუში - „გამარჯვებული ვიქტორია.“ დასაწყისში მან 5 700 000 მაყურებელი მოიკრიბა. მთლიანობაში კრიტიკოსებმა მოცემული სერიალი ძალიან წარმატებულად შეაფასეს, მაგრამ ვიქტორიამ პროექტი მალე დატოვა. იმავე წელს გამოვიდა მისი სიმღერა «Make It Shine», რომელიც ძალიან პოპულარული იყო აშშ-ში. მულტფილმში „მადაგასკარის პინგვინები“ გაახმოვანა სტეისის როლი. ამავე დროს, გადაიღეს ფილმში „ბიჭი, რომელიც მაქციებზე ჰყვებოდა.“ აქ ის გოგონას როლს თამაშობს, რომელიც სავსე მთვარისას ძუ მგლად გადაიქცეოდა. ფილმი ძალიან ცნობადი გახდა მოზარდებში. ის თითქმის 6 000 000-მა მაყურებელმა ნახა.ამის შემდეგ, ვიქტორიამ გასვლითი კონცერტები ჩაატარა აშშ-ს ქალაქებში და ალბომის გამოცემაც დაგეგმა. რაც შეეხება მის პირადს - ის ძირითადად სამსახურით არის დაკავებული და კაცებთან სერიოზული ფლირტისთვის დრო არ რჩება. რაც შეეხება მის ვნებათა ღელვის დაცლას, ვიკას სამსახიობო კარიერის დასაწყისში ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ჯოშ ჰაჩერსონთან, რომელიც ფილმში - „შიმშილის თამაშები“ თამაშობდა და ამავე დროს, ნიკოლას ჰილთომსაც ეკურკურებოდა. შემდეგ, ის ევან ჯოგიას საზოგადოებაშიც იხილეს...

20011 წელიდან ვიკა რაიან როთმანს ხვდებოდა. მათი ურთიერთობა 2013 წელს შეწყდა. ვიკამ შემდეგ, რომანი პირსონ ფოდესთან განაგრძო.
ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice
გაუზიარეთ მეგობრებს ფავორიტი ფილმი სოციალურ ქსელებში...
რეკომენდირებული
1415 დღეს, 15:54
ნავიგაცია
პოპულარული
ფილმები ქართულად
მსახიობები